LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა რაზმაძე ინგა გრიგოლიაზე -“ზუსტად მესმის რატომ არ გაასაჯაროვა აქამდე ეს საზარელი ამბავი”

1311

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“ძალადობის სხვადასხვა სახეობა არსებობს და ყველა მათგანი საშინელია… როგორც კი რომელიმე სახეობას თვალს დავუხუჭავთ, წავახალისებთ ჩვენი არშემჩნევით ან ვითომ ვერ მიხვედრით მაშინვე უამრავი სხვა მოძალადე გაილაღებს და წაქეზდება.
ინგა გრიგოლიას ჩემი სრული თანადგომა და სოლიდარობა. ზუსტად მესმის რასაც ამბობს და განიცდის. ზუსტად მესმის რატომ არ გაასაჯაროვა აქამდე ეს საზარელი ამბავი… როგორც ყოველთვის ახლაც პირველმა გაჭრა ყინული და გზა მისცა უამრავ სხვა დაუცველს რომ იმედიანად თქვან სათქმელი და დასჯილი იყოს ყველა და ყველანაირი მოძალადე. ჩვენი ქვეყანა ხომ მოძალადეების და მარტო დარჩენილ ქალებზე მოშანტაჟეების სათბურია. საზოგადოება და თავად ქალებიც კი სულს უბერავენ და აქეზებენ მოძალადეებს და მუდმივად უარესად სჯიან მათ მსხვერპლს ქილიკით თუ სამსახურებიდან გაგდებით სოლიდარობის ნაცვლად…
სანამ ასე იქნება არაფერი არასდროს ეშველება ამ ქვეყანას.
ინგა კი გმირია რადგან შეძლო ის რასაც ვერ ახერხებს ქალების უმრავლესობა .”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები