LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე: „არ გავთხოვილვარ!..“

139

მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი ამ შაბათს დაქორწინდა. მისი რჩეული თეო გაბრიელაშვილია. წყვილს რამდენიმე თვეა, ურთიერთობა აქვს, რომელიც ახლახან ქორწინებით დაგვირგვინდა. მაკა ზამბახიძისთვის ვახო მეორე მეუღლე გახლდათ, პირველთან თინეიჯერი შვილი ჰყავს, სალომე, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის და სიმღერებსაც წერს. მაკასა და ვახოს ერთობლივი შვილი არ ჰყოლიათ.

დიდი ხანი ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაშორდა, მაგრამ პრესასთან არც ერთს არ დაუდასტურებია ეს ხმები. საბოლოოდ, მცირე ხნის წინ ვახომ თავად დაწერა, რომ მაკა ზამბახიძის ახლა უკვე ყოფილი მეუღლეა და მალევე სოციალურ ქსელში ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა.

დღევანდელ „პრაიმტაიმში“ კი წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ მაკა ხამბახიძეც გათხოვდა და მისი მეორე ნახევარი მოჭიდავე მიხეილ ჩოხელია. სტატიაში აღნიშნულია, რომ წყვილი ოთხი თვეა, ერთად ცხოვრობს და მათ შორის 7-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, მიშა მაკაზე პატარაა.

Fortuna.ge მაკა ზამბახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ვრცელი პასუხის გაცემა არ ისურვა და ორი წინადადებით შემოიფარგლა:

„არ გავთხოვილვარ ჯერ და რომ გვთხოვდები, გაგაგებინებთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები