LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე მეუღლეს დაშორდა და შეურიგდა – „იყო პერიოდი, როცა მარტო დარჩენა მინდოდა…“

575

Ardaidardo.Ge

მაკა ზამბახიძემ „მარაო რუსთავი 2“-ის გადაცემა „ანფასში“ თავისი პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. მათ შორის პირველ მეუღლეზე, რომელთან ერთადაც მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ დაშორდა და თბილისში ჩამოვიდა, სადაც კარიერა აიწყო.


წამყვანმა დაუსვა შეკითხვა ჭორების შესახებ. მაკამ უპასუხა, რომ ბევრი იწერებოდა მისი და რატი დურგლიშვილის რომანის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ბოლო პერიოდში კი გავრცელდა ხმა, რომ ქმარს, ვახო ჭუმბურიძეს დაშორდა.

„იყო პერიოდი, როცა არ ვიყავით ერთად… ვერც ერთად გვხედავდნენ, არც ფოტოები იდებოდა „ფეისბუქზე“. იყო პერიოდი, როცა მარტო დარჩენა მინდოდა და ვახო ამას გაგებით მოეკიდა. ძალიან მცირე პერიოდი ვიყავით ასე. პირველი ნაბიჯი ვახომ გადადგა… გადავლახეთ ეს რთული მომენტი“.

როგორც მაკა ამბობს, კრიზისის შემდეგ მათ ცოლ-ქმრობაში ახალი ეტაპია – „იმას ვერ შევადარებ, როცა ეს თავიდან დაიწყო. ის განუმეორებელია. ახლა გვინდა, განვმარტოვდეთ, განვცალკევდეთ და სადღაც წავიდეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები