LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მახინჯაურში სანაპიროსთან გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს

32

მახინჯაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სანაპიროსთან გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილები ტურისტებს ეკუთვნოდათ და ისინი სანაპიროსთან, კარავში ცხოვრობდნენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ავტომობილი გაქურდეს და რა წაიღეს მძარცველებმა. ასევე უცნობია, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები