LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვეულებრივი მეზობლები კი არა, ძმები ვართ – სერჟ სარგსიანი ილია II-ს

76

“მახსოვს თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენ ჩვეულებრივი მეზობლები არ ვართ, ჩვენ ვართ ძმები, რომლებმაც ათასწლეულები გავიარეთ,”- ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე განაცხადა.

“მადლობა ღმერთს, ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა არაფერი ისეთი, რასაც შეეძლო ჩრდილი მიეყენებინა ჩვენი ურთიერთობებისთვის,”- განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა.

“ჩვენ მოვალენი ვართ და ასეც ვიქცევით, ამ ისტორიულ საფუძველზე დავაფუძნოთ დღეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც ვითარდება. გუშინდელი მოლაპარაკებები, დღევანდელი შეხვედრა, მე ვფიქრობ, ამის დადასტურებაა,” – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები