მაკოლეი კალკინი მეგობარ გოგოსთან ერთად პაემანზე დააფიქსირეს

169

როგორც ჩანს, მსახიობ მაკოლეი კალკინის ცხოვრებაში შედარებით მშვიდი პერიოდი დადგა. 36 წლის ვარსკვლავი, რომელიც ქსელში მუდმივად სკანდალური ფოტოებით ხვდებოდა, ამჯერად მეგობარ გოგოსთან ერთად პაემანზე დააფიქსირეს.

მაკოლეი და ბრენდა სონგი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსახიობები სეტ გრინის სადებიუტო ფილმში „Changeland” მონაწილეობენ. მათი რომანი სწორედ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ კალკინისთვის ეს პირველი როლია უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. კინოჰიტის „მარტო სახლში“ ავტორი წლების მანძილზე ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. როგორც ჩანს, მისი გარეგნობიდან გამომდინარეც, მან ეს პრობლემა დაამარცხა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები