მაკოლეი კალკინი წითლად შეღებილი ფრჩხილებით – იგი კვლავ ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის

497

ჰოლივუდელი მსახიობი მაკოლეი კალკინი სიგარეტითა და ფრჩხილებზე წითელი მანიკურით დააფიქსირეს. ფილმის „მარტო სახლში“ გმირი ქუჩაში მზის მუქი სათვალით გამოჩნდა. მისი უცნაური იმიჯი RadarOnline-ის ინფორმატორმა განმარტა.

როგორც აღმოჩნდა, კალკინმა გადაწყვიტა ნარკოდამოკიდებულებას Mount Sinai Beth Israel-ში ებრძოლოს, კლინიკა ნიუ-იორკში მდებარეობს. ეს არ არის მსახიობისთვის პირველი გადაწყვეტილება, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე უარი თქვას, დიდი ენთუზიაზმი კი არც ამჯერად აქვს.

„მაკოლეი პროგრამას სერიოზულად არასოდეს უდგება. მკურნალობის კურსი გულისხმობს თავის დიდი ხნით შეკავებას, თუმცა კალკინი პროგრამას დროდადრო წყვეტს და მეტადონს იღებს, რის გამოც ნარკოდამოკიდებულებაზე უარის თქმა მისთვის შეუძლებელი ხდება,“ – ამბობს ინფორმატორი.

macaulay-culkin-photos-smoking-rehab-methadone-treatment-11

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები