LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი თუ ლე პენი? – საფრანგეთში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

106

საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ლიბერალ ემანუელ მაკრონსა და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს შორის უწევთ.

39 წლის ყოფილი საინვესტიციო ბანკირი მაკრონი, ევროკავშირში ინტეგრაციას, თავისუფალ ვაჭრობას, ღია კარის პოლიტიკას, ლიბერალურ ეკონომიკირ რეფორმებს უჭერს მხარს

48 წლის ლე პენი ევროკავშირიდან გასვლას, ევროდან ფრანკზე დაბრუნებას და მიგრანტების დეპორტაციას.

ხმის მიცემის პროცედურა თბილისის დროით ღამის 10 საათზე დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე ერთი დღით ადრე გაიმართა. არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა სენ-პიერ და მიკელონში, გვიანაში, გვადელუპაში, მარტინიკაში, სენ-ბართელმში, სენ-მარტენში და საფრანგეთის პოლინეზიაში. ამ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგები დღეს, მეორე ტურის დასრულებისთანავე გამოცხადდება.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი ამომრჩეველთა ხმების 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

პოპულალურები