LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ სახელი შეიცვალა

49

საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ „წინ“(En Marche!) სახელი შეიცვალა და ამიერიდან „რესპუბლიკა მარშზე“ ეწოდება. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის გენერალურმა მდივანმა რიშარ ფერანმა განაცხადა.

ამ სახელით მიიღებს ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მოძრაობა მონაწილეობას საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის პირველი ტური 11 ივნისს, ხოლო მეორე ტური კი 18 ივნისს გაიმართება.

12 მაისისთვის პარტია „რესპუბლიკა მარშზე“ კანდიდატებს 577 მაჟორიტარულ უბანში წარადგენს.

გუშინ საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები