LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონს პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება

102

საფრანგეთის პრეზიდენტს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეყოლება. გუშინ საფრანგეთში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა და უკვე ცნობილია, ვინ რამდენ ადგილს  დაიკავებს 577 ადგილიან პარლამენტში.

საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით,  გუშინ გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად  ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატებმა 308 მანდატი მიიღეს, ხოლო მისმა მოკავშირეებმა, იუსტიციის მინისტრის, ფრანსუა ბაირუს ცენტრისტულმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა“ კი  – 42 მანდატი, რაც ჯამში პარლამენტში 350 მანდატს აძლევთ.

მეორე ადგილზე „რესპუბლიკელები“ და მათთან ალიანსში მყოფი „დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირი“ გავიდა. მათ პარლამენტში 130 ადგილი ექნებათ.

მარინ ლე პენის „ეროვნულმა ფრონტმა“ კი მომავალი მოწვევის პარლამენტში 8 მანდატი მოიპოვა. თუმცა,  აღსანიშნავია, რომ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი, პირველად იქნა არჩეული საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები