LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მაკშაურმა” საუკეთესო შეფ-მზარეულს 1000 დოლარს გადაუხდის

1790

”მაკშაურმა” შეფ-მზარეულებისთვის კონკურსს იწყებს. ის ვინც, ბურგერის, ან ჰოთ-დოგის საუკეთესო რეცეპტს წარმოადგენს 1000 დოლარით დასაჩუქრდება. კონკურსმა სტარტი უკვე აიღო და გამარჯვებული ახალ წლამდე გამოვლინდება.

როგორც ”ფორტუნას” ”მაკშაურმას” დამფუძნებელმა ბადრი ბაგათელიამ განუცხადა, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც კულინარიული ნიჭითაა დაჯილდოვებული.

”კონკურსი უკვე დაიწყო. ყველას ვისაც, სურს რომ ”მაკშაურმას” ბურგერები, ან ჰოთ-დოგი მისი რეცეპტით დამზადდეს, შეუძლია, დამიკავშირდეს პირადად მე, ნომერზე- 568 777 888. შევხვდები კანდიდატებს, ვნახავ მათ რეცეპტებს და გამარჯვებული შეფ-მზარეული, შესაბამისად,  1000 დოლარის მფლობელი ახალ წლამდე გამოვლინდება”, – განმარტა ბადრი ბაგათელიამ.

მისივე ინფორმაციით,  მოწონებული რეცეპტების ყიდვის გარდა, ”მაკშაურმა” შეფ-მზარეულებს დასაქმების შესაძლებლობასაც მისცემს. კადრები გასაუბრების შედეგად შეირჩევა.

როგორც ბადრი ბაგათელიამ აღნიშნა, ”მაკშაურმას” მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს. კომპანია სარესტორნო ქსელის შექმნას გეგმავს. ”გვინდა, რომ გავაკეთოთ სწრაფი კვების რესტორნები. პროექტი მერიაში უკვე წარდგენილი გვაქვს და ველოდებით ნებართვის გაცემას. ”მაკშაურმას” პირველი რესტორნები ვარკეთილსა და გლდანში გაიხსნება”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები