LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე: ზაზას სათამაშოები დარიგდება, აშშ-ს ჰიმნს კი შვიდკაცა შეასრულებს

41

20 დეკემბერს, “Oracle Arena“-ზე ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი“ და “მემფისი“ დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ დროს დარიგდება ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო “Bubble Head“.

თამაშის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი “შვიდკაცა“ შეასრულებს, დიდ შესვენებაზე კი 3 ქართულ სიმღერას იმღერებს. ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნბა-ს ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, “შვიდკაცა“ კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძებებში და “გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა.

ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოჰყვა, ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა და ჩვენს ქვეყანაში გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით გამოემგზავრა. ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს “გოლდენ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები