LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ

145

სოფელ დუისში აქცია დასრულდა. ადგილობრივებმა ხელისუფლებას მიმართეს და სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვეს.

პანკისის ხეობაში იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა. აქციის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები