LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მეორედ დაიბარეს

60

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი და ბრალდებულები გაასამართლა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის უცნობია, რა შეკითხვები ექნება მასთან კონტრტერორისტულ ცენტრს. დაცვის მხარისთვის, ასევე, გაუგებარია, რატომ არ დაიბარეს შვილმოკლული მამა ტერორიზმის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე და რატომ გახდა მისი გამოკითხვა საჭირო განაჩენის გამოტანის შემდეგ.

ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით მალხაზ მაჩალიკაშვილი ორი დღის წინაც იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები