LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ თავის აფეთქებას გეგმავდა – სუს-ი

116

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა, – ამის შესახებ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე 12:00 საათზე არის დაბარებული.

როგორც ცნობილია, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული. როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

პოპულალურები