LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილს სურს მთავარი პროკურორი პანკისის ხეობაში ჩავიდეს

43

თემირლან მაჩალიკაშვილის მამას სურს, მთავარი პროკურორი პანკისის ხეობაში იმ ადგილობრივებს შეხვდეს, ვინც ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნა გაავრცელა.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, დაუკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან და შოთაძესთან შეხვედრა სთხოვეს.

“დამიკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან, რომ თბილისში შევხვდე შოთაძეს, მაგრამ ხეობის მოსახლეობამ მოითხოვა მთავარ პროკურორთან შეხვედრა და აქედან გამომდინარე, მე შევთავაზე სწორედ ხეობაში შედგეს შეხვედრა, რაზეც ველოდები პასუხს. თუ არადა შემდეგ შევთანხმდებით და ალბათ თბილისში შევხვდებით. ირაკლი შოთაძესთან ძირითადად მაქვს კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩემს სახლში შეცდომით შემოვიდა სპეცრაზმი და მათ არანირი საფუძველი არ ჰქონდათ, თემირლანს ამ მეთოდებით მოქცეოდნენ. მე ასევე ვითხოვ ჩემი შვილის დაზარალებულად ცნობას”, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები