LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი არ არის ის ადამიანი, ვინმეს მოკვლა შეეძლოს – სოსო ოხანაშვილი

230

პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს არ ჯერა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ვინმეს მოკვლა შეეძლო. ოხანაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაფერი ბურუსით არის მოცული.

”მე ძალიან კარგად ვიცნობ მამა გიორგის და ვიცი რა პრობლემები იყო, რასაც ის ებრძოდა, რაზეც ის მუშაობდა, კერძოდ ქონებებზე”.

მისივე თქმით, დეკანოზს ჰქონდა წვდომა ძალიან ბევრ დოკუმენტაციაზე, თუმცა თავს იკავებს კითხვაზე პასუხისგან, გამორიცხავს თუ არა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰქონდეს დოკუმენტაცია და ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის მღვდელმთავრების მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით.

„მამა გიორგი არ არის ის ადამიანი, ვინმეს მოკვლა შეეძლოს. ამაზე ფიქრი თავში არც მომდის, უბრალოდ ის არის იმ უსამართლობის მსხვერპლი, რაც მე ჩემს შესახებ ვახსენე. ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მზაკვრობა, რაც სისრულეში მოიყვანეს. სამწუხაროდ, ციხე შიგნიდან ტყდებაო და მე დარწმუნებული ვარ, რომ შიგნიდან არიან ჩარეულები”, – აღნიშნა სოსო ოხანაშვილმა.