LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი მამალაძე ქორეპისკოპოს საჯაროდ დაუპირისპირდა – სკანდალური წერილი საპატიმროდან

46

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან წერილს აგზავნის. დეკანოზი, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, წერს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მათ შორის ქორეპისკოპოსი იაკობი, მის უფლებებს არღვევენ და მღვდლებს მისი მონახულების საშუალებას არ აძლევენ.

მეუფე იაკობს ბრალდებული დეკანოზი საჯაროდ პირველად დაუპირისპირდა.

“ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა პატიმართა მონახულება. უმეტესად კი ეს მოვალეობა სასულიერო პირისაა. სამწუხაროა, როდესაც ქორეპისკოპისო საკუთარ გავლენებს იყენებს გულმოწყალების საქმეთა შესაფერხებლად, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს, მან ზუსტად იცი, რამდენი სასულიერო პირიც მომინახულებს, იმდენი დაინახავს ქორეპისკოპოსის ნამდვილ სახეს და მის პირუთვნელად შემაძრწუნებელ როლს, ეკლესიის დისკრედიტაციის საქმეში.

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საღვთო წერილისა თუ წმინდა მამათა სწავლებიდან, თითოეული თეზისი ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში იძენს მნიშვნელობას. პატიმართა მონახულება – ჩემი ცხოვრების ბოლო მოვლენებმა, ამ თეზისის კარგად გააზრების შესაძლებლობა მომცა. ამის გამო დღეს უკეთესი ქრისტიანი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი. მადლობა უფალს ამისთვის. იმედი მაქვს უფალი მასაც შეეწევა და გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია პატიმართა მონახულება”, – ნათქვამია წერილში, რომელიც კურიერმა მიიღო.

ბრალდებებს ქორეპისკოპოსი არ გამოხმაურება, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ არანაირ აკრძალვას, რომ მათ ბრალდებული სასულიერო პორი მოინახულონ, ადგილი არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები