LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი მამალაძე შიმშილობისგან დაუძლურებულია – ადვოკატი

161

მამა გიორგი მამალაძე შიმშილისგან დაუძლურებულია, ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა განაცხადა. გიორგი ფანცულაიამ დაცვის ქვეშ მყოფი დღეს მოინახულა.

„ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია. საუბრის კუთხით ჯერჯერობით ადეკვატურია და მას საუბარი შეუძლია. ექიმები ნახულობენ, ვერ ვიტყვი რომ არ ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი მოუწოდებს სასულიერო პირებს, შეხვდნენ მამა გიორგი მამალაძეს.

„ძალიან მინიმალური მოთხოვნაა – სულიერი ძმა ამბობს, რომ მნახეთ და ჩემი მოისმინეთ. თქვენი სულიერი ძმა, რომელთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ეზიარებით, ამბობს რომ მნახეთ და მოისმინეთ ჩემი“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები