LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი მამალაძე ზიარებას ითხოვს

82

 მამა გიორგი მამალაძე ზიარებას ითხოვს, ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული მოინახულა.

მისი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი სთხოვს მართლმადიდებელ მრევლს, ბრალდებული ლოცვებში მოიხსენიონ.

ამასთან, დეკანოზმა დაადასტურა, რომ დაკავებულ დეკანოზს სასულიერო პირებთან შეხვედრა სურს.

„ვისაუბრეთ, როგორ ც სულიერმა ძმებმა და ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ უდანაშაულოა,“ – განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

პოპულალურები