მამა გიორგი პროკურატურისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ჰყვება – ომბუდსმენი

36

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ჰყვება, ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. უჩა ნანუაშვილმა დეკანოზი ჩაფიძის კლინიკაში მოინახულა.
“პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც „ცალ კარში თამაში მიმდინარეობს“. დაცვას არ აქვს უფლება გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას ბრალდებული მაშინ, როდესაც ყველა ჩართულ მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება აქვს. ეს არის თავიდანვე პრობლემა, სხვას რომ თავი დავანებოთ – იმ ალოგიკურობას მთელ რიგ საკითხებში, რომელიც უკვე გამომჟღავნდა რამდენიმე დღის განმავლობაში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მამა გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება აუცილებელი კვლევები.