LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი ყველაფრისთვის მზად არის – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

50

„მამა გიორგი ყველაფრისთვის მზად არის,“ – ამის შესახებ ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, განაცხადა.

მამალაძეს ჯერჯერობით უჭირს პროგნოზირება, თუ როგორი იქნება დეკანოზის განაჩენი, თუმცა აცხადებს, რომ თუ ამ ქვეყანაში სამართალი არსებობს, დეკანოზი უნდა გამართლდეს”.

თუ საქართველოში სამართლიანობა არსებობს, აუცილებლად უნდა გამართლდეს. ასეთ სიტუაციაში ჩვენი ოჯახი პირველად აღმოჩნდა და დავინახავთ სამართლიანობა არსებობს თუ არა. რაც შეეხება მამაოს, ის ყველაფრისთვის მზად არის. ღმერთის იმედი გვაქვს და, ვფიქრობთ, რომ მამაო გამართლდება”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზის ოჯახი მისი განაჩენის გამოცხადების დროს სასამართლო პროცესს დაესწრება.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ხვალ დასკვნითი სხდომა გაიმართება. 1-ელი სექტემბრის სხდომაზე თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძეც საბოლოო სიტყვით მიმართავს სასამართლოს, რის შემდეგაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები