LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამა გიორგის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც რამდენიმე მღვდელმთავარმა ინახულა”

108

მამა ბართლომე ფირცხალაიშვილი ვარაუდობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე და პროკურატურაზე ზეწოლა ხორციელდება, ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.

„დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა,  რაც ის რამოდენიმე მღვდელმთავარმა ინახულა. ხომ არ ხდება მასზე ზეწოლა, სიმართლის დამალვის მიზნით.

გაუგებარია, სახელმწიფო მოხელეების და პრეზიდენტის ჩართულობა და აქტიურობა. მე აღვიქვამ პროკურატურაზე და საგამოძიებო უწყებაზე ზეწოლად ამ ყველაფერს.
ამჟამად ვინმეს ხელის დაფარება და საქმის მიჩქმალვა , უკიდურესად დაამძიმებს მომავალში ეკლესიის ცხოვებას,“ – წერს მამა ბართლომე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკიდან გუშინ „ავერსში“ გადაიყვანეს, მოგვიანებით კი კვლავ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნეს.