LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცებისთვის ქალებზე მაღალი ანაზღაურების დანიშვნა უკანონო გახდა

87

ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მამაკაცისთვის ქალზე უფრო მეტი ანაზღაურების გადახდა, კანონმდებლობით აიკრძალა.

ცვლილების მიხედვით, კომპანიებსა და სამთავრობო დაწესებულებებს, რომლებსაც 25-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს, ვალდებულება აქვთ, თანაბარი ანაზღაურების პოლიტიკა გაატარონ.

კანონი ახალი წლის პირველივე დღეს ამოქმედდა. ისინი, ვინც მას არ დაემორჩილებიან, დაჯარიმდებიან.

„ხალხმა გააანალიზა, რომ ეს სისტემური პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ახლებურად ვებრძვით“, – განაცხადა „ალ-ჯაზირასთან“ ისლანდიელი ქალების უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ისლანდია, რომელსაც ტურიზმზე და მეთევზეობაზე დაფუძნებული ძლიერი ეკონომიკა აქვს, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკვე ცხრა წელია, გენდერული თანასწორობის საკითხებში, საუკეთესო ქვეყნად სახელდება.

ცნობისთვის, საქართველოში, 2017 წლის მესამე კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი 1293 ლარი, ხოლო ქალების 809 ლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები