LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცებს, რომლებიც ცოლებს სახლის საქმეებში ეხმარებიან, უკეთესი სექსი აქვთ

64

ახალი კვლევა, რომელიც Telegraph-მა გამოაქვეყნა, კიდევ ერთხელ დააფიქრებს მამაკაცებს საკუთარ როლზე. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები, რომლებიც მეუღლეებს ოჯახური საქმეების კეთებაში ეხმარებიან, ბევრად კარგი სექსუალური პარტნიორებიც არიან. ეს კვლევაFamily Psychology-ში მას შემდეგ დაიბეჭდა, რაც მეცნიერებმა 1300 წყვილზე დაკვირვება მოახდინეს.

„მამაკაცები, რომლებიც სახლის საქმეებში მეუღლეებს ეხმარებიან, უფრო ხშირად განიცდიან სექსუალურ ლტოლვას და ჯამშიც უკეთესი პარტნიორები არიან“, – აცხადებს ექიმი მეთ ჯონსონი, რომელიც კვლევის თანაავტორია. ამავე დროს ის დასძენს, რომ არსებობს მენტალური განსხვავება სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მამაკაცებს შორის. ბევრი პრინციპულად უარს ამბობს ოჯახური საქმეების კეთებაზე, რაც სულაც არ არის კარგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები