LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, დააკავეს

24

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია,ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბესიკ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს, 1980 წელს დაბადებულ ეკატერინე ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები