LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი რომელიც Pay Box‎-ის აპარატის გატეხვას ცდილობდა, გასროლის შედეგად გარდაიცვალა

172

ფოთის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა წინააღმდეგობის გაწევისას, მამაკაცი მოკლა. ინციდენტი დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის პირი ფოთის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე Pay Box‎-ის აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც მასთან პოლიცია მივიდა. პოლიციელსა და მამაკაცს შორის საუბარს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა გაისროლა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიებას ფოთის პროკურატურა 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აწარმოებს. პოლიციის თანამშრომელი გამოკითხვაზე იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები