LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელმაც ცოლს ყურები დააჭრა და ერთი ადამიანი მოკლა, დაკავებულია

48

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მომხდარ მკვლელობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და 11-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

შემთხვევა  10 ივლისს მოხდა. ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო, მოკლა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები