LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი ყოფილი შეყვარებულის საჩუქარს ნახევარი საუკუნე გაუხსნელად ინახავდა

230

კანადელი მამაკაცი ყოფილი შეყვარებულის საჩუქარს ნახევარი საუკუნე გაუხსნელად ინახავდა. 64 წლის ადრიან პირსი საყვარელმა ქალმა ჯერ კიდევ 47 წლის წინ მიატოვა. თუმცა, სანამ ამის შესახებ ეტყოდა საშობაო საჩუქარი გადასცა. გაბრაზებულმა ადრიანმა შეკვრა სახლში მიიტანა, ნაძვის ხის ქვეშ დააგდო და გამოაცხადა, რომ მას არასდროს გახსნიდა. პირსი აღიარებს, რომ თავიდან შერიგების იმედი ქონდა, მოგვიანებით კი საჩუქარი გარკვეულ ტრადიციად იქცა და მას ყოველ წელს ნაძვის ხის ქვეშ დებდა ხოლმე. კანადელი საჩუქრის გახსნას რამდენჯერმე აპირებდა, თუმცა ყოველ ჯერზე თავი შეიკავა, ის გეგმავს რომ ტრადიცია დაშორების 50 წლიან იუბილემდე მაინც შეინარჩუნოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები