LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის ხასიათი მისი დაბადების თვის მიხედვით შეგიძლიათ ამოიცნოთ

72

ფსიქოლოგების მტკიცებით, მამაკაცი სიცოცხლის პირველ თვეში იწყებს რეალური სამყაროს აღქმას, ქვეცნობიერში კი, მისი ძირითადი თვისებები ყალიბდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ დაბადების თვე განსაზღვრავს მის ხასიათს.

* იანვარი

იანვრის თვეში დაბადებულ მამაკაცს ძლიერი ნებისყოფა აქვს, კარგი ინტელექტუალია და სწრაფად ითვისებს ყველაფერ ახალს, ერთგული, საიმედოა და ყოველთვის შეიძლება მისი ნდობა. მართლია, ნაკლებად ერკვევა ადამიანებში, ვერასდროს ხედავს მათ აშკარა უარყოფით თვისებებს და ხშირად ტყუვდება, მაგრამ სწრაფად ივიწყებს და ერთხელ დაგებულ მახეშიც ხშირად ებმება.

* თებერვალი

თებერვლალის მამაკაცი, მართალია მგრძნობიარე, თუმცა მტკიცე ხასიათის პატრონია, სწრაფად აზროვნებს და მომანტალურად წყვეტს ნებისმიერ პრობლემას, მდიდარი წარმოსახვით გამოირჩევა, ჯიუტია და ძალიან არ უყვარს სხვისი რჩევის მოსმენა. სასიყვარულო ფრონტზე არასდროს ექმნება პრობლემა, რადგან ოჯახი მისთვის უმნიშვნელოვანესია, არც თვითონ ღალატობს და პარტნიორსაც ყოველთვის ერთგულს პოულობს.

* მარტი

გაზაფხულის პირველ თვეს დაბადებულ მამაკაცს დახვეწილი მანერები აქვს, თავშეკავებულია და ძალიან რთულია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. თუმცა, ცუდ გუნებაზე გაღიზიანება, უხეშად თქმაც შეუძლია, რასაც მოგვიანებით ძალიან ნანობს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივ აზრს და საშინლად სწყინს ნებისმიერი კრიტიკა, კარგად განვითრებული ინტელექტი აქვს, არ უყვარს ავანტურები, იშვიათად მიდის კომპრომისზე და გადაწყვეტილებასაც ყოველთვის დამოუკიდებლად ღებულობს.

* აპრილი

აპრილის მამაკაცი მიზანდასახულია, ძალიან უყვარს თავისი საქმე და ნებისმიერ დავალებას პროფესიონალურად ასრულებს, საკუთარი პატივმოყვარეობის წყალობით კი, ხშირად აღწევს მაღალ თანამდებობას. ქალბატონებში ყველაზე მეტად პატიოსნებას და გულწრფელობას აფასებს, არასდროს კამათობს უმიზეზოდ და ნაკლებად ეჭვიანია, თუმცა ერთი ტყუილიც საკმარისია, მისი ნდობის სამუდამოდ დასაკარგად.

* მაისი

მაისის თვეში დაბადებული მამაკაცი სულსწრაფია, სწრაფად რეაგირებს, სწრაფად ღებულობს გადაწყვეტილებას და ნებისმიერ საქმეს სწრაფად აკეთებს, რადგან მოუსვენარი ბუნება აქვს და ძალიან არ უყვარს გაჭიანურება. ყოველთვის კეთილადაა განწყობილი გარშემომყოფების მიმართ, ძალიან უყვარს ახლობლები და კოლეგების პატივისცემითაც სარგებლობს, თუმცა, მარცხის შემთხვევაში, სწრაფად უფუჭდება განწყობა, ყველა საქმეს შუა გზაზე ტოვებს და საკუთარ თავში იკეტება, რადგან მართალია, ამბიციები არ აკლია, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში მაინც ყოველთვის ეჭვი ეპარება.

* ივნისი

ივნისის მამაკაცი ინდივიდუალისტია, რომელიც არასდროს ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს, მეტწილად ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს და თავისუფლად მართავს ადამიანებს. არასდროს ბრაზობს, წყენას არ იმახსოვრებს, ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს სასურველ შედეგს. კარგად ერკვევა ადამიანის ფსიქოლოგიაში და ყოველთვის ახლობლების, კოლეგების ნდობით სარგებლობს.

* ივლისი

ივლისში დაბადებული მამაკაცი მშვიდი, მომთმენი და საკმაოდ ფლეგმატურია. მართალია, სწრაფად ხვდება სხვის სიცრუეს, თუმცა არსდროს ამბობს, იშვიათად ენდობა ადამიანებს და თითქმის არასდროს ტყუვდება. ახასიათებს ირონიულობა, თუმცა არავის ეუბნება უარს დახმარებაზე, სიამოვნებით ებმება საზოგადოებრივ საქმიანობაში და ხშირად ქნის საქველმოქმედო ფონდებსაც.

* აგვისტო

აგვისტოს თვეში დაბადებული მამაკაცი საკმაოდ გონიერია, თუმცა ხშირად ღიზიანდება წვრილმანებზე, მიზანდასახულია და ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს, მუდმივად ახალი შთაბეჭდილებების შეძენას ცდილობს და სიამოვნებით იკვლევს ყველაფერ ახალს, რთულად ეგუება ადამიანებს და ცოტა, მაგრამ საიმედო მეგობრები ჰყავს, ყოველთვის ერთგული მეუღლე და საუკეთესო მამაა, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები და მთელ თავისუფალ დროსაც მათთან ატარებს.

* სექტემბერი

სექტემბრის მამაკაცი გონიერი, ლოგიკურად მოაზროვნე და პატივმოყვარეა, კარგი ორგანიზატორია, უყვარს ხელმძღვანელობა და საკმაოდ წარმატებითაც გამოსდის. არასდროს იბნევა რთულ სიტუაციაში და ყოველთვის პოულობს ერთადერთ სწორ გამოსავალს. კოლეგების პატივისცემით სარგებლობს, თავგანწირვით უყვარს საკუთარი ოჯახი და არაფერზე დაიხევს უკან მათთვის საუკეთესო პირობების უზრუნველსაყოფად.

* ოქტომბერი

„ოქტომბრელი“ მამაკაცი სკეპტიკოსი და კონსერვატორია, კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია და ლოგიკური აზროვნება, მართალია, საკმაოდ ლოიალურადაა განწყობილი ადამიანების მიმართ, მაგრამ საკუთარი პირდაპირობით ხშირად წყვეტს გულს გარშემომყოფებს, ძალიან არ უყვარს საკუთარი ინტესების დათმობა, თუმცა ნებისმიერს მხარში ამოუდგება, ვისაც მისი დახმარება სჭირდება.

* ნოემბერი

ნოემბრის მამაკაცი სერიოზული და პუნქტუალური, ტაქტიანი და თავშეკავებულია, უყვარს წესების და ტრადიციების დაცვა, საკმაოდ სწრაფად პოულობს საერთო ენას ნებისმიერი ასაკის ადამიანთან, თუმცა მაინც ხშირადაც კამათობს. უყვარს მარტო ყოფნა და ყოველთვის ახერხებს თუნდაც რამდენიმე წუთის საკუთარი თავისთვის დათმობას. პარტნიორულ ურთიერთობაში ერთგულებას აფასებს, ოჯახის მოყვარულია და იშვიათად ტოვებს სახლს დიდი ხნით.

* დეკემბერი

ზამთრის დასაწყისში დაბადებული მამაკაცი შრომისმოყვარეა და ყოველთვის იმ საქმეს ეჭიდება, რომლის შესრულებაზეც სხვები უარს ამბობენ, ბუნებით შემომქმედს ძალიან უყვარს მრავალფეროვნება და გატაცებასთან ერთად პარტნიორებსაც ხშირად იცვლის, საკმაოდ ჯიუტია, შეუძლებელია მისი გადარწმუნება და საკუთარ სურვილებს მორგება, არასდროს იხევს უკან და ნებისმიერ ავანტურაში სიამოვნებით ებმება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები