LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის საყვარელი ტანსაცმელი ქალის გარდერობში

592

რა თქმა უნდა, ქალი არაა ვალდებული მამაკაცის სურვილით შეარჩიოს საკუთარი გარდერობი, თუმცა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა გემოვნების გათვალისწინება ზოგჯერ მაინც საჭიროა, თუნდაც პირველ პაემანზე სასურველი შთაბეჭდილების მოსახდენად, ძველი გრძნობების გასაღვიძებლად ან კოლეგა მამაკაცების დასაბნევად.

მამაკაცის საყვარელი სტილი:

* ტანზე მომდგარი ტანსაცმელი

ნებისმიერი მამაკაცის სუსტი წერტილი ქალის იდეალური ფიგურაა, რაც მის წარმოსახვაში ვიწრო წელს, განიერ თეძოებს და დიდ მკერდს ნიშნავს, რადგან სწორედ ასეთი ქალია მისთვის ჯანმრთელობის და მომავალი თაობის გაგრძელების სიმბოლო. მართალია, ამგვარი მოსაზრება ხშირად მცდარია, მაგრამ აჩუქეთ მამაკაცს ილუზიებით ტკბობის საშუალება და დროზე ადრე ნუ გაუცრუებთ იმედს!

* ერთი ფერის ტანსაცმელი

ერთი ფერის ტანსაცმლის მთავარი უპირატესობა – ქალის ფიგურის არა დამალვა, არამედ ყველა მისი ღირსების ხაზგასმაა.

* რბილი ქსოვილი

რადგან მამაკაცს ძალიან მოსწონს რბილ ქსოვილზე შეხება, ამიტომ შეარჩიეთ ნატურალური აბრეშუმის და ხავერდის ტანსაცმელი, ბეწვის ქურქი კი, თვითონ გაჩუქოთ!

* ქალური ტანსაცმელი

მამაკაცის აღქმაში ქალურია ყველაფერი ის, რაც საპირისპირო სქესს მისგან განასხვავებს. მას მოსწონს, როცა გვერდზე ქალს ხედავს ზომიერად გულახდილ ტანსაცმელში, რომელიც გასაქანს აძლევს მის წარმოსახვას. გარდა ამისა, ძლიერი სქესის წარმომადგენლები დიდ ყურადღებას აქცევენ აქსესუარებს – სამაჯურსა და საყურეებს, მძივსა და ყელსაბამს, რაც მათი აზრით განსაკუთრებულ იერს მატებს ქალის ჩაცმის  სტილს.

* სექსუალური ტანსაცმელი

ზოგადად, მამაკაცს პირდაპირობა უყვარს, ამიტომ ძალიან მოსწონს, როცა ქალი თავისი ჩაცმულობით – თამამად ამოღებული გულით, მაღალი ქუსლებითა და მოკლე კაბით აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს. მთავარია, დაიცვათ ზღვარი და სექსუალური ტანსაცმელი ვულგარულ სტილში არ გადაიზარდოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები