LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის შვიდი ტიპი, რომელთაც დაუფიქრებლად უნდა უთხრათ “არა!”

822

გოგონების უმრავლესობა უკვე პირველი პაემანის შემდეგ იწყებს ახალგაცნობილ ბიჭთან საერთო მომავალზე ოცნებას, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ამაზე დაფიქრებაც კი არ ღირს. უკეთესია, პირდაპირ თქვათ თქვენი კატეგორიული “არა!” და სასწრაფოდ გაეცალოთ სახიფათო ზონას, რადგან შესაძლოა, თქვენ “ყველაზე არასასურველი მამაკაცების ნუსხის” ერთ-ერთ წარმომადგენელთან გაქვთ საქმე.

ალფონსი 

ალფონსი ნამდვილად არავისში არ აგერევათ, რადგან ის ამოსუნთქვის გარეშე ისაუბრებს ფულზე, დაგპატიჟებთ რომელიმე იაფფასიან კაფეში და საკუთარ “წუწურაქობას” აუცილებლად ცოტა ხნის წინ მსხვილ ფინანსურ დაბანდებას დააბრალებს. რა თქმა უნდა, მას აუცილებლად ექნება საკუთარი ბიზნესი, ხშირად მოცდება სატელეფონო ზარებზე და ძალიან ხმამაღალი ტონით და საქმიანი გამომეტყველებით გასცემს განკარგულებებს “მითიური ქვეშევრდომებისთვის”. სინამდვილეში კი, მას არაფერი არ გააჩნია – არც ფული, არც ბიზნესი, არც ქვეშევრდომები. ერთადერთი რაც აქვს – კარგად დაზეპირებული ტექსტი და მომხიბვლელი ღიმილია. ასე რომ, თუ ხვდებით, რომ თქვენში მხოლოდ ფულის ტომარას ხედავენ, ადექით და ზუსტად ისეთივე მომხიბვლელი ღიმილით დაემშვიდობეთ თქვენს ალფონსს.

 

6

“დედიკოს ბიჭი”

პრინციპში, დედიკოს ბიჭთან საქმის დაჭერა შეიძლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე მოასწრო დაობლება. სხვაგვარად, მაშინაც კი, თუ თქვენ იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც მზადაა ნებისმიერს გაუწიოს დედობა, ამის გაკეთების უფლებას არავინ არ მოგცემთ, რადგან დედიკოს ბიჭად არ იბადებიან, ასეთები სდებიან და რა თქმა უნდა, საყვარელი დედიკოს ზღვარგადასული აქტიურობით, რომელიც ნებით არასდროს დათმობს თავის “განძს” და კისერშიც გწვდებათ, თუ ეჭვი აიღო, რომ პედესტალიდან ჩამოგდებას და მისი ადგილის დაკავებას უპირებთ. მოკლედ, მთავარი ქალის როლს თქვენი რჩეულის ცხოვრებაში ვერასდროს ეღირსებით, თუმცა არც მეორეხარისხოვან როლზე დათანხმება ღირს, რადგან “საყვარელი დედამთილი” ყველგან მოგწვდებათ და მოგასვენებასაც არ მოგცემთ, რადგან არ მოსწონხართ და არასდროს არ მოეწონებით! შეიძლება გაგიკვირდეთ რატომ არაფერს ვამბობთ თვითონ მამაკაცზე? – ის, რა თქმა უნდა არის, მაგრამ უკეთესია საერთოდ არ იყოს, რადგან ის მხოლოდ დედის ნების რეტრანსილატორია და მეტი არაფერი. ასე რომ ურთიერთობაც მხოლოდ დედიკოსთან გექნებათ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ თქვენი რჩეული უკვე ხუთჯერ იყო დაქორწინებული, რადგან თუ მან – თქვენმა მთავარმა მეტოქემ უკვე მოასწრო ხუთი რძალის შესანსვლა, გამოცდილებაც საკმარისი დაუგროვებია და თქვენც თავისუფლად გადაგსანსლავთ.

 

img_25515f8450bcfd2b184ff28ede01dbde

დამოკიდებული

აზარტული მოთამაშე, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოყვარული – არჩევანი დიდია და ნებისმიერი გემოვნების “შესაფერისი”. ასეთ ადამინთან უკეთესია საერთოდ არ დაიწყოთ ურთიერთობა, რადგან მაინც არაფერი არ გამოვა. შესაძლოა, გამოუცდელობით მისი გადარჩენის შეუსრულებელ მისია იტვირთოთ საკუთარ თავზე, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ საბოლოოდ მაინც ვერაფერს მიაღწევთ, რადგან ჯანსაღი ურთიერთობა დაავადებულ ადამიანთან უბრალოდ შეუძლებელია და ამას მხოლოდ თანადამოკიდებულება ჰქვია. თავიდან, რა თქმა უნდა ძალიან თავგამოდებით ეცდებით მის სწორ გზაზე დაბრუნებას, ბოლოს კი, სასოწარკვეთილი მიხვდებით, რომ უამრავი დრო დაკარგეთ ფუჭად, მისია კი, მაინც შეუსრულებელი დაგრჩათ. “გადარჩენა-დაკარგვის” ბანალურ სცენარს შეჩვევა ისეთივე ადვილია, როგორც ნარკოტიკების, გადაჩვევა კი – ბევრად უფრო რთული. წასვლაც ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან თითქოს კარგი ადამიანია და სინდისიც არ გაძლევთ უფლებას მიატოვოთ, მაგრამ მოგიწევთ! სხვა შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში თქვენგან უკვე აღარაფერი დარჩება და თვითონ იქნებით გადასარჩენი.

 

5

დაქორწინებული

მართალია, თქვენი საქმე არაა მისი მორალური პასუხისმგებლობა, რადგან   უკვე დიდი ბიჭია და როგორმე თვითონ უნდა გადაწყვიტოს უღალატოს თუ არა ცოლს, მაგრამ თქვენი საქმეა არ ჩაყოთ თავი ქვიშაში და საკუთარ თავთან მაინც აღიაროთ, რომ ასეთ ისტორიებს არასდროს არ აქვს ბედნიერი დასასრული. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანი გვიან პოულობს ნამდვილ სიყვარულს, ღებულობს განქორწინების გადაწყვეტილებას და მერე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს ახლ პარტნიორთან, თუმცა, ბევრად უფრო ხშირია შემთხვევები, როცა დაქორწინებულ მამკაცთან რომანზე დათანხმებულ ქალს თავიდან იმედები და ილუზიები აქვს, საბოლოოდ კი, საყვარლის სტატუსის მეტს ვერაფერს ღებულობს, მითუმეტეს, რომ ცოლიანი მამაკაცები გასაიდუმლოებელ პაემნებზე “დიდი და ნამდვილი” სიყვარულის საძებნელად არასდროს დარბიან. გარდა ამისა, მისი განაწილება ცოლთან ცოტა არ იყოს არაჰიგიენურია.

 

4

 

აგრესორი

აგრესორის ამოცნობა ძალიან მარტივია. თუ თქვენი რჩეული ყველგან უზრდელობს და ყველასთან უხეშობს, გაიქეცით და რაც შეიძლება შორს, რადგან დაფიქრებასაც ვერ მოასწრებთ, ისე გახდებით მისი გაღიზიანების ობიექტი და მთელი აგრესია სწორედ თქვენზე გადმოინაცვლებს. ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენ “ის ერთადერთი და განსაკუთრებული” გახდებით, რომელიც მისგან მხოლოდ სითბოს და სიყვარულს მიიღებს.  

 

 

psixologicheskoe_nasilie_nad_zhenshhinoj_v_seme3

 

“ადამიანის სულის არქიტექტორი”

“…ოო, როგორი მგრძნობიარეა და როგორ კარგად ესმის ადამიანების!” “…რამხელა გამოცდილება და რამდენი საინტერესო ისტორია აქვს, ალბათ იმიტომ, რომ იმას ამჩნევს, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ…” – ბევრს ერთხელ მაინც უფიქრია ასე სასიამოვნო მამაკაცის საზოგადოებაში და მართლაც, შეუძლებელია არ მოიხიბლო, რადგან ქალებს ყურებით გვიყვარს მანამდე, სანამ საბოლოოდ არ გამოგვაყრუებენ და ეს მხოლოდ დასაწყისია. მერე იწყება ჩვენი აღზრდა და გადაკეთება, ცხოვრების და ჭკუის სწავლა, ამიტომ  თუ თქვენი ცხოვრების ჰორიზონტზე თანამედროვე პიგმალიონი გამოჩნდა, სასწრაფოდ დაემშვიდობეთ ზრდილობიანად, რადგან ძალიან მალე თქვენ მისი ოქროს გალიაში გამომწყვდეული საკუთრება გახდებით და ურთიერთობის გაწყვეტა მსხვერპლის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

 

666

“საბრალო ლეკვი”

ამ ტიპის მამაკაცმა ზუსტად იცის როდის გადავიდეს შეტევაზე და როგორ დაარტყას ყველაზე მგრძნობიარე წერტილს –  “…ის ისეთი უბედურია!” “… მისი არავის ესმის, მაგრამ ის მაინც გმირულად უძლებს ყველა ტკივილს!” “… ყოველთვის შეუძლია აღდგეს ფერფლიდან, როგორც ფენიქსი და მარტომ გააგრძელოს ბრძოლა სასტიკ სამყაროსთან…”- ყველას გვსმენია მახეში გაბმული ქალების ამგვარი ბანალური ფრაზები. ზოგიერთ მამაკაცს თავის მოსაწყლების უბადლო ნიჭი აქვს და მასზე შეყვარებული ქალიც მზადაა გულში ჩაიკრას, მოეფეროს, დააპუროს და ძილის წინ ზღაპარიც მოუყვეს. ამიტომ, თუ დროზე არ იტყვით თქვენს გადამწყვეტ “არა!”-ს, საბრალო ლეკვიც თქვენი გასაზრდელი იქნება, რაც საკმაოდ ხარჯიანი და პრობლემური საქმეა. ასეთი “არაღიარებული გენიოსის” რჩენა და საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია, დარწმუნებული იყავით, ბოლოს ისევ მისი პრეტენზიებით დასრულდება. ის აუცილებლად გეტყვით, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია, რადგან საუკეთესო წლები მხოლოდ თქვენ შემოგწირათ, თქვენ კი, ასეთი უმადური, ბედავთ და კიდევ მისგან მოითხოვთ რაღაცას! – საკმაოდ ტრაგიკული ისტორიაა და ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ტრაგედია ცხოვრებად გექცეთ, თქვენი ლეკვი სასწრაფოდ სხვა პატრონს გადააბარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები