LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა აიძულა ცოლი,ნიუ-იორკის ქუჩებში შიშველს ევლო – “მან ეს დაიმსახურა!”

68

მამაკაცმა საკუთარი ცოლი ახალშობილი ბავშვის თანდასწრებით ცემა, შემდეგ კი აიძულა, ნიუ-იორკის ქუჩებში,  შიშველს ევლო, რადგან, მისი მტკიცებით, ცოლი „ამას იმსახურებდა“.

24 წლის ჯეისონ მელო ამბობს, რომ 22 წლის ცოლმა მესიჯები სხვა მამაკაცს გაუგზავნა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 17 იანვარს მამაკაცმა ქალი სასტიკად ცემა, შემდეგ კი პირსახოცშემოხვეული ცოლი ქუჩაში გაუშვა და ნახევრადშიშველი ქალი კამერით გადაიღო, ამასთან, დაემუქრა, რომ ვიდეოს ინტერნეტით ატვირთავდა. საბოლოოდ კი პირსახოციც წაართვა, ქალმა სცადა მანქანებს შორის დამალულიყო.

ცოლმა ქმრის ძალადობის შესახებ პოლიციას შეატრობინა. ჯეისონ მელომ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამი თვის ბავშის დედას არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. მისი მტკიცებით, ცოლი საკუთარ შიშველ ფოტოებს სხვა მამაკაცს უგზავნიდა.

ჯეისონ მელო დაკავებულია და მომხდარის გამო სასამართლო ელის.

girl-walks-naked-down-street-nyc__oPt naked

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები