LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ცოლის მკვლელობის შემდეგ, შვილების თვალწინ თავი მოიკლა – ტრაგედია ინგლისში

84

ინგლისში ქალაქ ოლდბურიში კაცმა შვილების თვალწინ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

პოლიციამ წყვილის გვამი მეზობლის ზარის შემდგომ აღმოაჩინა. მეზობელი შემთხვევის ადგილას კი ბავშვის ტირილის ხმამ მიიყვანა. დეტექტივების აზრით, ორივე მკვლელობა დილით მოხდა.

ორ რვა წლამდე ასაკის და ერთ ჩვილ ბავშვზე მზრუნველობა ოჯახის ახლობლებმა აიღეს.

დეტექტივის შეფასებით, ეს მართლაც ტრაგიკული ფაქტია. მისივე თქმით, მამაკაცმა თვითმკვლელობამდე ცოლზე ჯერ იძალადა, შემდეგ მოკლა და ბოლოს თავი მოიკლა. ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები