LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა, რომელმაც გორში ფიზიკური დაზიანება მიიყენა, დევნილი არ არის – გიგა გიორგაძე

90

„მამაკაცმა, რომელმაც გორში ფიზიკური დაზიანება მიიყენა, დევნილი არ არის, მისი მეუღლე არის დევნილი, ეს ოჯახი ცხოვრობს მამაკაცის მამაპაპისეულ სახლში და ისინი ბინას ვერ მიიღებდნენ,“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ, განუცხადა.

გიორგაძის თქმით, პირველ რიგში, ბინა გადაეცემა ისეთ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ ან ნგრევად შენობებში ცხოვრობენ.

გორში 480 ოჯახისთვის რვა 10 – სართულიანი კორპუსი აშენდა. ეს არის იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში ცხოვრობს და ასევე იმ ოჯახებისთვის, ვინც ყველაზე უფრო შეჭირვებულია და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი.

ჩვენზეზეწოლასახდენს მხოლოდ არგუმენტაციები და მტკიცებულებები და არა ისეთი მუქარა ან რაიმე ქმედება, როგორიც დღეს განხორციელდა. ფიზიკური დაზიანება მიიყენა ერთერთმა არადევნილმა მამაკაცმა, რომლის მეუღლეც არის დევნილი. ეს არადევნილი მოქალაქე თავის დევნილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თავის მამაპაპისეულ სახლში. ჩვენი გადაწყვეტილება ამ ოჯახის მიმართ იყო აბსოლუტურად სწორი იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, ბინას ვაძლევთ იმ ოჯახებს, ვისაც საერთოდ არ გააჩნია საცხოვრებელი ან ნგრევად შენობაში ცხოვრობს.

ჩვენ რომ მიგვეცა ამ ოჯახისთვის ბინა, სხვა მოქალაქეები მოვიდოდნენ და პრეტენზიაც გამოთქვამდნენ, – განაცხადა გიგა გიორგაძემ.

უბინაოდ დარჩენილმა ერთ-ერთმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. მამაკაცს პირველადი დახმარება ადმინისტრაციის შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაშავებული სტაციონარში გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები