LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა თავი ჭიანჭველების ჭამით გადაირჩინა

91

ავსტრალიაში იპოვეს მამაკაცი, რომელიც ნადირობისას 6 დღის წინ დაიკარგა.

აღმოჩნდა, რომ 60 წლის ყოფილმა მაღაროელმა რეჯინალდ ფოგერდმა გოლფრიდ-ესპერანსის უდაბნოში ველური აქლემი დაინახა, დაედევნა და საკუთარი ჯგუფი დაკარგა.

პენსიონერი აქლემს რამდენიმე საათის განმავლობაში მისდევდა, შემდეგ კი მიხვდა, რომ არ იცოდა, სად იმყოფებოდა.

მისი ძებნა დაკარგვიდან მეორე დილას დაიწყო. ფოგერდი 6 დღის შემდეგ მონადირეების ბანაკიდან 15 კმ-ში იპოვეს. როგორც მაშველებს ყოფილმა მაღაროელმა უამბო, თავს დიდი ზომის ხეებს აფარებდა და ჭიანჭველებს ჭამდა. 6 დღის განმავლობაში მას წყალი არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები