LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს სამსახურში აყვანაზე უარი უთხრეს, რადგან”ფეისბუქზე” ცოტა მეგობარი ჰყავდა

40

დასაქმების მსურველს სამსახურში აყვანაზე უარი უთხრეს მხოლოდ იმის გამო, რომ მას „ფეისბუქზე“ ცოტა მეგობარი ჰყავდა. კადრების დეპარტამენტში მიიჩნიეს, რომ მამაკაცი კომუნიკაბელური ვერ იქნებოდა.

შემთხვევა მოსკოვში მოხდა. დასაქმების მსურველმა მამაკაცმა საკუთარი ამბავი სოციალურ ქსელში დაწერა, მან HR-განყოფილების სპეციალისტს არაპროფესიონალი უწოდა, ამბავი ინტერნეტში ძალიან პოპულარული გახდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კადრების განყოფილების თანამშრომელს კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

ისტორია დასრულდა იმით, რომ ქალი, რომელმაც დასაქმების მსურველი მამაკაცი „ფეისბუქის“ მეგობრების მცირე სიის გამო დაიწუნა, კომპანიის ხელმძღვანელებმა დაიბარეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ის არ დაუჯარიმებიათ და კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები