LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედუარდ შევარდნაძემ დედას სცენიდან ემოციური სიტყვით მიმართა – რა ვიდეოს აქვეყნებს თათია შარანგია

761
თათია შარანგია

თათია შარანგია „ქართული ბრენდის დღეზე“ 2023 წლის წარმატებული ტელეპროექტისთვის დააჯილდოვეს, როგორც „სთორის“ ავტორი და წამყვანი.

დედასთან ერთად ჯილდოს მისაღებად სცენაზე ავიდნენ მისი ვაჟებიც, მათ შორის უფროსი შვილი, ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც თათიას შესახებ ემოციური სიტყვა წარმოთქვა.

 

 

“ედუარდ შევარდნაძეა რა…” და ნამდვილად… გულწრფელი ვარ, როცა ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრრბა ამით შედგა ?❤️

Posted by Tati Sharangia-Toradze on Wednesday, 20 December 2023

 

„ძალიან მიხარია საზოგადოების მხრიდან დედას დაფასება, რადგან ამ ყველაფერს ვხედავ და ვაფასებ. სახლში ყველა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გააკეთოს საქმე, რაც მას ძალიან უყვარს და ანჭებს ბედნიერებას. სამივეს სახელით მინდა, აგდაგიხადო მადლობა, რომ ხარ საუკეტესო დედა. გისურვო დიდი წარმატება, რასაც ნამდვილად იმსახურებ…“

„ჩემი ცხოვრება ამით შედგა, დანარჩენს გპირდებით, რომ რაც შემიძლია, საუკეთესოს შემოგთავაზებთ“, დასძინა თათია შარანგიამ.

დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა მაყურებელმა კი აღნიშნა: „ედუარდ შევარდნაძეა, რა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები