LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამების დღეს რობი უილიამსი თბილისში გადაღებული ფოტოთი გვილოცავს

134

მამების დღეს რობი უილიამსი თბილისში გადაღებული ფოტოთი გვილოცავს. მომღერალმა ფეისბუქ გვერდზე მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნა. “გილოცავთ მამების დღეს” – წერს სუპერვარსკვლავი და პოსტს უამრავი გულშემატკივარი ეხმაურება. მათ შორის არიან რობის ქართველი ფანებიც, რომლებიც კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას პოპ ვარსკვლავს არაჩვეულებრივი კონცერტისთვის.

შეგახსენებთ, რომ კონცერტს, რომელიც 27 მაისს „დინამო არენაზე“ “Check In Georgia”-ს ფარგლებში გაიმართა, მომღერლის უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. რობი უილიამსი საქართველოში მამასთან ერთად იმყოფებოდა და კონცერტის დროს ის სცენაზე დუეტის შესასრულებლად იხმო. დუეტი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

ფოტო, კი რომელიც რობიმ პერსონალურ გვერდზე გამოაქვეყნა სწორედ თბილისურ კონცერტამდეა გადაღებული.

“7 თვეა, კონცერტი არ მქონია, ვნერვიულობდი და შეშინებული ვიყავი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველმა აუდიტორიამ ხელში ამიტაცა და ბოლომდე ასე მატარა. ეს მოგონებები ჩემთან ცხოვრების ბოლომდე დარჩება. ვისურვებდი აქ დაბრუნებას და კვლავ თქვენ წინაშე გამოსვლას.” – ასე დაემშვიდობა რობი ქართულ აუდიტორიას.

13466457_10153849716404107_5372919693035033938_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები