LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამებო, ნუ ზრდით ვაჟებს მგლებად!!!“

573

„ფეისბუქ“-მომხმარებელი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ქალებს, გათხოვებას და სხვა საინტერესო თემებს ეხება. მის ამ სტატუსს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და მას უცვლელად გთავაზობთ:

  1. „1. იმით დავიწყოთ, რომ თავად ქალებმა უნდა ამოიღოთ ლექსიკონიდან სიტყვა „გათხოვება“.უნდა მიხვდეთ, რომ ამით ურთიერთობის დასაწყისშივე ანივთებთ საკუთარ თავს.
  2. კაცმა მე-12 საუკუნეში დაწერა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“-ო და რას იფიქრებდა ცხონებული, რომ ამის გასაგებად 800 წელიც არ გვეყოფოდა. მასწავლებლებო, ნუ აზეპირებინებთ ამ პოემას (შესაბამისად, ნუ აზიზღებთ) მოსწავლეებს. ამ და მსგავს ციტატებზე გაუმახვილეთ ყურადღება, ელაპარაკეთ, აუხსენით, რას გულისხმობდა, გაავლეთ პარალელები.
  3. მშობლებო, მასწავლებლებო, ელაპარაკეთ თქვენს შვილებს, თქვენს მოსწავლეებს. მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, მართლა ელაპარაკეთ. უპასუხეთ მათ შეკითხვებს, მათ შორის რთულ შეკითხვებს. თუ ამას ახლა არ გააკეთებთ, შეიძლება, მომავალში (ღმერთმა დაგიფაროთ) ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხი მოგიწიოთ.
  4. მამებო, ნუ ზრდით ვაჟებს მგლებად. ნუ ეუბნებით, რომ ჩემპიონები, ყველაფერში პირველები უნდა იყვნენ. უთხარით, რომ ადამიანები უნდა გახდნენ და თუ ჩემპიონობა მოუნდებათ, უთქვენოდაც შეეცდებიან.
  5. ნუ ამბობთ ოჯახში შემდეგ სიტყვებს: „მოსაკლავია, აბა რა არის“… „ამას შუბლი უნდა გაუხვრიტო“… „დასახვრეტია“.
  6. ნუ ზრდით შვილებს იმ იდეით, რომ თუკი ცოლს ან ქმარს მათთან ქორწინებაში ყოფნა აღარ მოუნდებათ, ამით ქვეყანა დაინგრევა და „არიქა, რას იტყვიან მეზობლები“… „თავი მოგეჭრებათ“… არ გამოვრიცხავ, რომ მაგ „სირცხვილის“ შიშით სჩადიან ამ საშინელებას“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები