LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში, დაკრძალავენ

171

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში, დაკრძალავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ეროვნულ გმირს სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ მამია ალასანია ირაკლი ალასანიას მამაა.

რაც შეეხება დანარჩენ 24 პირს, რომელთა ნეშტი, მამია ალასანიასთან ერთად, სამების ტაძარშია დასვენებული, მათ დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები