მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობისა და მკვლელობისთვის რობერტ ახალაიას 18 წელი მიუსაჯეს

104

სასამართლომ გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ, რობერტ ახალაიას, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისში, რ.ა.-მ მუქარითა და ძალის გამოყენებით მამიდაშვილის ა.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, თუმცა ა.ხ.-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. დანაშაულის დაფარვის მიზნით რ.ა.-მ განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით,  დანით ა.ხ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად  ა.ხ. ადგილზე გარდაიცვალა,”- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა რობერტ ახალაია 2017 წლის 18 ივლისს ფოთში დააკავეს.