LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამიკოს გოგოები: ყველაზე ცნობილი მამები ქალიშვილებთან ერთად

421

მართალია, ვარსკვლავებს საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ, მაგრამ ისინი თავისუფალ დროს მაინც ყოველთვის სიამოვნებით ატარებენ შვილებთან ერთად. ჩვენ შევკრიბეთ ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან, შვილებთან ერთად, ცნობილი გამოცემების გარეკანზე.

 

 

  1. მამობის ბედნიერება ეშტონ კატჩერმა პირველად 2014 წლის 1 ოქტომბერს განიცადა, როცა მილა კუნისმა დიდი ხნის ნანატრი ქალიშვილი უაიატ ისაბელი აჩუქა.

interesting_201606200354470

  1. დევიდ ბექჰემი საკმაოდ ადრე, 25 წლის ასაკში დაქორწინდა და რამდენიმე წელიწადში სამი ვაჟიშვილის მამა გახდა. 2011 წელს კი, სამი ვაჟის შემდეგ, პატარა გოგონას ჰარპერ სევენის მამა გახდა.

interesting_201606200354471

  1. მეთიუ მაკკონაჰი თავისუფალ ცხოვრებას მაშინ დაემშვიდობა, როცა ბრაზილიელი ფოტომოდელი კამილა ალვესი გაიცნო. პირველი შვილი – ლევი, წყვილს 2008 წელს შეეძინა, ორ წელიწადში გოგონა – ვიდა ეყოლათ, კიდევ ორი წლის შემდეგ კი, ვაჟიშვილი ლევინგსტონი.

interesting_201606200354472

  1. ჰიუ ჯეკმანმა 28 წლის ასაკში იქორწინა დებორა-ლი ფერნესზე და დღემდე მისი ერთგულია. რამდენიმე წელიწადში წყვილმა ჯერ პატარა ბიჭუნა ოსკარი იშვილა, მერე კი, გოგონა ავა.

interesting_201606200354473

  1. ბენ აფლეკი მხოლოდ 33 წლის ასაკში დასერიოზულდა, როცა ჯენიფერ გარნერი შეუყვარდა. წყვილმა 2005 წელს იქორწინა და პირველი ქალიშვილი ვიოლეტაც შეეძინათ, 2009 წელს ოჯახს კიდევ ერთი გოგონა – სარაფინა შეემატა, 2012-ში კი, ბიჭი – სემიუელი.

interesting_201606200354474

  1. კანიე უესტი 2013 წელს, 35 წლის ასაკში გახდა მამა, როცა კიმ კარდაშიანმა ქალიშვილი ნორტი აჩუქა. როგორც ამბობენ, ცნობილი რეპერი ძალიან შეიცვალა ქალიშვილის დაბადების შემდეგ, ბევრად რბილი და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი გახდა.

interesting_201606200354475

  1. ჯეი ზი და ბიონსე 2002 წლიდან არიან ერთად. წყვილმა 2008 წელს იქორწინა, 2012 წლის იანვარში კი, ქალიშვილი ბლუ აივი შეეძინათ.

interesting_201606200354476

  1. კრის ჰემსვორტი არაერთხელ დასახელდა ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიურ და წარმატებულ მსახიობად. თუმცა, კომპლიმენტები მას ნაკლებად აღელვებს და მთელ დროს ოჯახს – სამი წლის ქალიშვილ ინდის და ტყუპებს ტრისტანს და საშას უთმობს.

interesting_201606200354477

  1. ვლადიმერ კლიჩკო 2014 წელს გახდა მამა, რამდენიმე თვეში კი, სოციალურ ქსელში მისი ფოტოები გამოქვეყნდა 4 თვის ქალიშვილთან – კაიე ევდოკიასთან ერთად.

interesting_201606200354478

  1. მარკ უოლბერგი ამაყად ატარებს მრავალშვილიანი მამის სახელს. მეუღლესთან რიე დიურემთან ერთად, მას ორი ვაჟიშვილი: მაიკლი და ბრენდონი და ორი ქალიშვილი: ელა და გრეისი ჰყავს.

interesting_201606200354479

 

პოპულალურები