LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიასგან 6 მილიონის შეთავაზებას უარყოფს

91

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მას 6 მილიონი ლარი შესთავაზა:

შევხვედრილვარ პაატა ბურჭულაძეს, შევხვედრილვარ ირაკლი ღარიბაშვილის, შევხვედრილვარ ბიძინა ივანიშვილს, შევხვედრილვარ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ერთად და კიდევ ბევრ პოლიტიკოსს და მისაუბრია სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებაზე. რა 6 მილიონზეა ლაპარაკი, შესაძლებელია, მთვარეზე მიწის ნაკვეთსაც მთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი. არ არის გამორიცხული, ეს ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს, რაღაც მიზეზების გამო, ან იმ ადამიანების ინტერესებში, რომლებიც დღეს სასამართლო ხელისუფლებას აფარებენ ხელს.

პოპულალურები