LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

36

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის განკარგულებაში, სადაც ეს უფლებამოსილება მამუკა ბახტაძეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჰქონდა დაკისრებული.

ახალი აბრეშუმის გზისპროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანამიმდევრული შესრულების მიზნით, „ახალი აბრეშუმის გზისსაკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე,“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გუშინ გაიხსნა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები