LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

35

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, თუმცა აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ეყოლება ღირსეული კანდიდატი.

“ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შემიძლია დავადასტურო არის ის, რომ “ქართულ ოცნებას” აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობების და ხედვების რეალიზაცია,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა მამუკა ბახტაძე იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები