LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

91

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს რეგიონული როლი.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ბახტაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები