LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე ბიზნესსექტორს ახალ საგადასახადო ინიციატივებს აცნობს

63

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სასტუმრო “ბილტმორში” „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წარმომადგენლებს ხვდება. მამუკა ბახტაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საგადასახადო რეფორმების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

“ჩვენ დღეს გავაკეთებთ დეტალურ პრეზენტაციას იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც გუშინ გაჟღერდა. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი საპარლამენტო გუნდისგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, მიმდინარე წლის ივლისიდან ორი რეფორმა დავიწყოთ. რაც შეეხება ერთიან საგადასახადო დოკუმენტს, ჩვენ გვინდა ბიზნესს დრო მივცეთ ადაპტაციისთვის. რისკები, რა თქმა უნდა, გააზრებულია. აღნიშნულ რეფორმებზე კონსულტაციები გვქონდა არა ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან”,- აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივების განხორციელებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქმე ეხება სამ ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს.

პირველი ინიციატივით, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთი საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება. მეორე ინიციატივით, ხელისუფლება ამარტივებს პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმებისგან, როგორც საგადასახადო, ასევე პროცედურული კუთხით. მესამე ინიციატივა არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები