LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

21

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, შამშად ახტარს შეხვდა.

„ESCAP-თან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, გავცვალოთ გამოცდილება და მივიღოთ დახმარება საქართველოს შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სიღარიბის დამარცხებისა და განვითარების დაფინანსების სხვადასხვა საკითხზე, რომელიც გაეროსა და საქართველოს შორის იგეგმება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებთან ერთად, ბიზნესლანჩი გამართა იმ ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რომლებსაც განხორციელებული აქვთ ინვესტიციები ქართულ კომპანიებში. ასევე, შედგა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგნელებთან, სადაც საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები