LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს

103

ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, მმართველი გუნდისთვის ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება. “ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს – ეს არის ადამიანი, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ადამიანებს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების უმაღლესი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, რომ ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები